• November 13, 2024

რუსეთის შეჭრის შემდეგ შეშინებულ რეგიონში მეზობ ქვეყნებს შორის დიპლომატიური და სავაჭრო კავშირების აღდგენის თაობაზე მოლაპარაკებები ბოლო დროს აქტუალური გახდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ახალი იმპულსი მისცა თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობებ დამყარებას, რადგან ომი რეგიონის ქვეყნებს აიძულებს თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებგადახედონ.

12 მარტს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი თავის თურქ კოლეგას მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა სამხრეთ თურქეთში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. ეს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის შეხვედრა იყო ათიოდე წლის მანძილზე.

ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მეზობელმა ქვეყნებმა საგანგებო დესპანები დანიშნეს ურთიერთობის ნორმალიზების განსახილველად, რომელიც  მოწამლულია თურქეთის მოკავშირე აზერბაიჯანთან სომხეთის კონფლიქტს, ასევე ოსმალეთის ეპოქაში სომხების საუკუნის წინანდელი გენოციდს გამო.

ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ წინაპირობების გარეშე ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის“, – მირზოიანმა ჟურნალისტებს განუცხადა ანტალიაში გამართულ ფორუმზე. ჩავუშოღლუმ განაცხადა: ჩვენ ვმუშაობთ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად და ყველა მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობთ ჩვენი ძალისხმევის განხორციელებაში. აზერბაიჯანი განსაკუთრებით კმაყოფილია ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯებით“.

ეს 2009 წლის აშშ-ის შუამავლობით წარმართული სამშვიდობო პროცესის აშლიდან პირველი შეხვედრა იყო თურქეთისა და სომხეთის უმაღლეს დიპლომატებს შორის. ეს არის დიდი ძვრა 2020 წლის შემდეგ, როდესაც თურქეთმა აზერბაიჯანს მტკიცედ დაუჭირა მხარ სომხეთის წინააღმდეგ ომში, რაც იარაღი და დაქირავებული ჯარისკაცებით მომარაგებაში გამოიხატა. ომი აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა, რომელშიც მან 1990-იან წლებში ორ მხარეს შორის პირველ ომში დაკარგული მთიანი ყარაბაღისა და მის გარშემო არსებული ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა.

2009 წლისგან განსხვავებით, როდესაც აზერბაიჯანი ნორმალიზებას ეწინააღმდეგებოდა, ამჯერად ის მხარს უჭერს თურქეთისა და სომხეთის დაახლოებას. გარდა ამისა, ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მირზოიანის თქმით, სომხეთსაზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება სურს“. მან დასძინა, რომმოლაპარაკებების მხოლოდ დაწყებაც კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“.

2020 წელს ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, სპორადული ძალადობა კვლავ შეინიშნება მთიან ყარაბაღში, სადაც ძირითადად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ, მაგრამ საერთაშორისო ონეზე აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, ასევე სომხეთსა დააზერბაიჯანს შორის საზღვრზე. თუმცა, ბაქომაც და ერევანმაც პროგრესი აჩვენა ბოლო კვირებში მათი საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მომზადების კუთხით.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ თებერვლის ბოლოს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ახალი აქტუალობა შესძინა თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ძალისხმევას.

უკრაინის კონფლიქტი რუსეთს კუნთების თამაშის სურვილს უჩენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამიტომ მოსკოვი ნაკლებად განწყობილია მწვანე შუქი აუნთოს თურქეთს, სომხეთსა დააზერბაიჯანს შორის მიმდინარე ამ პროცესებს, განაცხადა საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოსწევრმა ასლი აიდინთასბასმა 14 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

თუმცა არასოდეს გაცხადებულა, ისინი აპროტესტებენ რუსეთის გავლენას რეგიონში და აცნობიერებენ იმას, რომ ურთიერთობებისა და ეკონომიკური კავშირების ნორმალიზება კავკასიაგააძლიერებს“, – თქვა მან.

მთიან ყარაბაღში უკვე 2000 რუსი სამშვიდობო იმყოფება, რაც კიდევ უფრო ზრდის რუსეთის სამხედრო კვალს სამხრეთ კავკასიაში. რუსეთს დიდი ხანია სამხედრო ბაზა აქვს სომხეთში, რომელიც უკრაინის კონფლიქტის დროს მის უახლოეს მოკავშირეს გვერდში უდგას, მაშინაც კი, როცა სხვა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, როგორიცაა მოლდოვა და საქართველო, აღშფოთება გამოხატეს რევანშისტული რუსეთის მიმართ.

მთიანი ყარაბაღის ომის დროს მოსკოვის ერევნისადმი მტკიცე მხარდაჭერის ნაკლებობამ ზედმეტად დამოკიდებულების რისკები გამოავლინა, ხოლო უკრაინის კონფლიქტმა ზოგს აჩვენა, რო “სომხეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე ახლა რუსეთიდან მოდის“, თქვა ერევანში მდებარე ექსპერტთა ჯგუფის რეგიონული კვლევების ცენტრიდირექტორმა რიჩარდ გირაგოსიანმა. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ნორმალიზაციის წინააღმდეგ გამოვა, [სომხეთმა] კიდევ უფრო სწრაფად უნდა მოქმედ“.

ანალოგიურად, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი შეშფოთებულია, რომ რუსეთი რეგიონში დამრბევად გვევლინება, განაცხადა აზერბაიჯანიდან დევნილმა უფლებადამცველმა, Restart Initiative-ის თავმჯდომარემ ემინ მილიმ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ აზერბაიჯანში რუსეთის მიმართ შიში გააჩინა, რაც დამატებით სტიმულს აძლევს მას მხარი დაუჭიროს სომხეთსა და თურქეთს შორის [მოლაპარაკებების წარმოებას].

თავის მხრივ, ნატოს წევრმა თურქეთმა უკრაინასა და რუსეთს შორის დიპლომატიური სვლა გააკეთა, რაც კიევისთვის საბრძოლო თვითმფრინავები მიყიდში, მაგრამ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე უარი თქაში გამოიხატა. მისი მტკიცებით, ორივე ქვეყანასთან კარგი კავშირები მას იდეალურ მდგომარეობაში აყენებს იმისათვის, რომ კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებას ხელი შეუწყოს.

„რუსეთი სულ უფრო ნაკლებ მოგებას ნახავს ამ პროცესის წინსვლიდან [განსაკუთრებით] იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი უფრო მეტად დაეყრდნობა დასავლეთს და ნატოს”, – თქვა აიდინთასბასმა.

მიუხედავად მთავარი როლისა, რომელიც თურქეთმა 2020 წლის ომში ითამაშა, ბრძოლების დასრულების შემდეგ, ის რუსეთის მხრიდან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა სამხრეთ კავკასიაში. სომხეთთან კავშირების გაუმჯობესება „რეგიონული ვაჭრობსა და ტრანსპორტირების სფეროებში მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილის დაბრუნების შანსია“, თქვა გირაგოსიანმა.

ჩავუშოღლუს მირზოიანთან შეხვედრა თურქეთის მხრიდან უფრო ფართო დიპლომატიური შეტევის ნაწილი, რადგან ის ურთიერთობების აღდგენაცდილობს სამეზობლოში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან, ისრაელთან, ეგვიპტესთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და საბერძნეთთან. ბოლო წლების აგრესიულ საგარეო პოლიტიკის გამო, ევროკავშირმა და აშშ-ის კონგრესმა ანკარა იზოლაციაში მოაქცია და მის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ეკონომიკური განვითარების მკვეთრად შენელებამ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აიძულა, რომ ყოფილ მტრებთან კავშირი შეენარჩუნებინა.

ამჟამად, თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები ელჩების აკრედიტაციაზეა ორიენტირებული და არა საელჩოების ხელახლა გახსნაზე, ასევე სატვირთო მანქანებისა და მგზავრებისთვის საზღვარზე მხოლოდ ორი გადასასვლელის გახსნაზე, თქვა გირაგოსიანმა. უფრო მტკივნეული საკითხები, განსაკუთრებით პირველი მსოფლიო ომის დროს 1,5 მილიონამდე სომეხის გენოციდის შემდეგ შერიგება, შორეულ პერსპექტივად რჩება. თურქეთი არ აღიარებს, რომ ის ხოცვა-ჟლეტა გენოციდი იყო.

„თუ თქვენი საბოლოო მიზანი საზღვრის გახსნაა, ამის გაკეთება შეგიძლიათ. ანკარასა და ერევანში აუცილებელია იმის გაგება, რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა და მათ უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, ვიდრე ამისთვის მზად არიან“, – თქვა აიდინთასბასმა.

აილა ჟან იაკლი

24.03.22.

https://eurasianet.org/ukraine-war-spurs-turkey-armenia-normalization

 

Leave a Reply