• December 14, 2024

მოსკოვი ცალმხრივ დათმობებზე მიდის სტამბოლის მოლაპარაკებებში, რასაც კიევ და დასავლეთი აუცილებლად სისუსტის ნიშნად მიიჩნევენ.

როგორც ჩანს, რუსეთმა ცალმხრივი დათმობები დაიწყო უკრაინასთან, სავარაუდოდ მეზობელ ქვეყანასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის იმედით.

თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევი უახლოეს მომავალში დათანხმდება მოსკოვის ზოგიერთ კრიტიკულად მნიშვნელოვან მოთხოვნას, მათ შორის დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების და ყირიმის რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარება.

29 მარტს სტამბოლში გამართული ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა რადიკალურად შეამციროს სამხედრო აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით“, რათაორმხრივი ნდობა გაზარდოს უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევისა და ხელმოწერის მიზნით მომავალგასამართი მოლაპარაკებების მიმართ.”

კიევი და მისი დასავლელი მხარდამჭერები ამ უკან დახევას აუცილებლად რუსეთის სისუსტედ ჩათვლიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად რუსეთის კონტროლს დაქვემდებარებულ რეგიონებში ცხოვრობს, დარწმუნებული არ იქნება, რომ რუსეთის ჯარი იქ დარჩება, ადგილობრივი ხელისუფლება კი უარს იტყვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობაზე, რათა ღალატისთვისარ დაისაჯონ მას შემდეგ, რაც უკრაინა ტერიტორიებზე კონტროლს დაიბრუნებს.

სამხედრო თვალსაზრისით, კიევიდან და ჩრდილოეთ უკრაინიდან რუსეთის დაგეგმილ უკან დახევა ლოგიკური იქნებ, თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმაზე ორიენტირდებიან, რასაც თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დონბასის გათავისუფლება უწოდა. ფაქტობრივად, მაშინაც კი, როცა დაახლოებით 200 000 ჯარისკაცი იმყოფება უკრაინის საომარი მოქმედებების ზონაში, რუსეთს არ შეუძლია სრული კონტროლი დაამყაროს ევროპის გეოგრაფიულად სიდიდით მეორე ქვეყანაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ოფიციალური პირები, მათ შორის შოიგუ, სისტემატიურად უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურში გაწვეულთა უკრაინაში გაგზავნაზე, კრემლი სავარაუდოდ შეცვლის სამხედრო სტრატეგიას და ძირითადად ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე გაამახვილებს ყურადღებას, რასაც ზოგიერთებუკრაინის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაყოფად მიიჩნევენ.

მაგრამ რუსეთის ყველა ოფიციალურ პირ არ მოსწონს ასეთი შედეგი, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და არა შეჭრას მოყვა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის თქმით, კიევთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. „ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები უსარგებლოა. ჩვენ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ის, რაც დავიწყეთ“, – აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ოფიციალურად გაცხადებული მიზნებია ქვეყნისდემილიტარიზაციადა დენაიფიკაცია“, უკრაინის ნეიტრალური სტატუსის ამოქმედება, რუსული ენის შესახებ დისკრიმინაციული კანონების გაუქმება, ასევე კიევის მხრიდან ყირიმსა და დონბასზე რუსეთის კონტროლის აღიარება.

კრემლმა ჯერ ვერც ერთ დასახულ პოლიტიკურ დასამხედრო მიზანს მიაღწია, რაც კარგად ხსნის იმას, თუ რატომ ადგენს კიევ საკმაოდ თავდაჯერებულად მოსკოვის მიმართ მოთხოვნების საკუთარ სია: უკრაინის უსაფრთხოების უპირობო გარანტიები, ცეცხლის შეწყვეტა და ჰუმანიტარულ დერეფნების თაობაზე ეფექტური გადაწყვეტილებები.

სტამბოლში მოლაპარაკებების დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტმადიმირ ზელენსკიმ ღიად განაცხადა, რომ კიევი არ აპირებს დემილიტარიზაციისა და დენაიფიკაციის საკითხის, ასევე უკრაინაში რუსული ენის სტატუსი განხილვას.

უფრო მეტიც, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა დონბასის რთულ საკითხზემხოლოდ მას შემდეგ ისაუბრებს, რაც რუსეთის ჯარები 24 თებერვლამდე დაკავებულ პოზიციებზე, ანუ რუსეთის საზღვზე დაბრუნდებიან. თუ მოსკოვი კიევთან ცალმხრივ დათმობებს არ განაგრძობს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთ და უკრაინ უახლოეს მომავალში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.

კიევთან ნებისმიერი გარიგება მისი პოლიტიკური და სამხედრო მიზნების მიღწევის გარეშე, რუსეთის დეფაქტო კაპიტულაციად და დამარცხებად ჩაითვლება.

მაშინაც კი, თუ უკრაინა დათანხმდება კონსტიტუციის შეცვლას და ოფიციალურად ნეიტრალური ქვეყანა გახდება, არ არსებობს იმის გარანტია, რომ ის ხელს არ მოაწერს ორმხრივსამოკავშირეო ხელშეკრულებებსნატოს წევრებთან. იმავდროულად, დასავლეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ყველანაირი იარაღისმი წოდებას და მის შეიარაღებას რუსეთთან მორიგი პოტენციური ბრძოლისთვის.

სტამბოლის მოლაპარაკებების დროს, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ყირიმის საკითხის ორმხრივად მოგვარებ15 წლის განმავლობაში და პირობა დადო, რომ ნახევარკუნძულისთვის არ იბრძოლებდა. თუ მოსკოვიკიევის შეთავაზებას დასთანხმდება, მას საბოლოოდ მოუწევს იმ ტერიტორიის სტატუსზე მოლაპარაკება, რომელსაც ის საკუთარ ტერიტორიად თვლის. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ასეთი მიდგომა რუსეთის ფედერაციისთვის შეიძლება ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენდეს.

უკვე არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებულ პოლიტიკაში ძირეულ ცვლილებებს ახორციელებს. ვიდრე მოსკოვი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ დაიწყებდა, პრეზიდენტმა პუტინმა პირობა დადო, რომ ოდესის 2014 წლის მაისის ტრაგედიაში პასუხისმგებელი პირები დაისჯებოდნენ, როდესაც პროუკრაინელმა დემონსტრანტებმა უკრაინის საპორტო ქალაქის პროფკავშირების სახლში ცოცხლად დაწვეს ათობით პრორუსი აქტივისტი.

ახლა კრემლი ირიბად აღიარებს, რომ მას არ ძალუძს უკრაინის დასჯა ომის დროს დატყვევებული რუსი ჯარისკაცების შეურაცხყოფისა და სავარაუდო წამების გამო, რომ აღარაფერი ვთქვათ მათზე, ვინც პასუხისმგებელია მოსკოვის აზრით „ოდესაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე“.

„რუსეთმა უკრაინასთან გააპროტესტა რუსი პატიმრების მიმართ ძალადობა, უკრაინამ კი პირობა დადო, რომ უმკაცრეს ზომებს მიიღებს „დამნაშავეების” დასასჯელად”, – თქვა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ.

თუმცა, ასეთი განცხადება შეიძლება განიმარტოს, როგორც რუსეთის სისუსტის კიდევ ერთი გამოხატულება. კრემლმა ვერ გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალები და ახლა კიევს სთხოვს უკეთ მოეპყროს რუს ტყვეებს.

ასეთი მიდგომა, სავარაუდოდ, მხოლოდ წაახალისებს უკრაინას ბრძოლის გაგრძელებაში. უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარების გარეშე, რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს თავის მთავარ მიზნებს – დემილიტარიზაციას და დენაციფიკაციას.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასის „გათავისუფლება“ და სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის შენარჩუნებაც რომ მოახერხოს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ საომარი მოქმედებები დასრულება.

ნიკოლა მიკოვიჩი

29.03.22.

https://asiatimes.com/2022/03/russia-takes-a-fateful-step-back-at-turkey-talks/

Leave a Reply