• July 3, 2022

ბოლო წლებში ინგუშები სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას გამოხატავენ იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან მათ ახლანდელი ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონული პოლიტიკის პირობებში. მათი განცხადებით, ინგუშეთის რესპუბლიკას ნაკლები ყურადღება ექცევა, სულ ცოტა მათ მეზობელ რესპუბლიკებთან შედარებით. და მაინც, ყველაზე ცუდი ის არის, რომ, როგორც ადგილობრივ პოლიტიკოსები შიშობენ, მათი მარგინალიზაცია ინგუშეთს მოსკოვსა და გროზნოს შორის დაპირისპირების მიზეზად აქცს.  

არსებული სტატუს-კვოს წინააღმდეგ ინგუშების მიერ ხმის ამაღლება მოსკოვისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა; მის მეზობლებთან შედარებით, ინგუშეთის რესპუბლიკას ფედერაციის ცენტრთან დაპირისპირების იგივე ისტორია არ აქვს. საერთო ჯამში, ინგუშები ყოველთვის მოსკოვის მხარეს იდგნენ იმ დროსაც კი, თუ მოსკოვი მიცემულ დაპირებებს არ ასრულებდა. შეუსრულებელი დაპირებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ათწლეულების წინ პრიგოროდნის რაიონის (ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთს შორის სადაო ტერიტორიის) დაბრუნება. კრემლი იმითაც გაკვირვებულია, რომ მას ვერა და ვერ მოუგვარებია რეგიონის პრობლემები, რომელიც ამბოხიდან პოლიტიკური კონფლიქტის სივრცეში გადავიდა.

მოსკოვის დილემა ახლა ის არის, რომ მისი ოპოზიციის (მაგ., უკმაყოფილო ჩერქეზების და ჩეჩნების, ან რუსული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების) დამშვიდების სტანდარტული ტაქტიკა ჯერ-ჯერობით კრახს განიცდის.


მრავალჯერ გამოყენებული პრაქტიკა

 

მოსკოვური დამშვიდების ტაქტიკა მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა გადმობირება, იძულება და საქმიანობის შეწყვეტა. თუმცა, ყველა შემთხვევაში ყველა ტაქტიკა არ გამოიყენება.

გადმობირება გულისხმობს როგორც ჯილდოს, ასევე დასჯის გამოყენებით საზოგადოების ლიდერების, მაგ., რელიგიური ლიდერების, თემის უხუცესების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, შეიარაღებული ფორმირებების მეთაურების თანამშრომლობისა და მორჩილების უზრუნველყოფას. ეს ტაქტიკა ჩერქეზებთან და ჩეჩნებთან გამოიყენება. 

იძულების, ე. ი., ჯგუფის წინააღმდეგობის შესაჩერებლად ძალის გამოყენების ტაქტიკა ფართოდ არის აპრობირებული როგორც რუსული ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე ჩეჩნეთს შიგნით. გადმობირებისაგან იულება იმით განსხვავდება, რომ იძულების სამიზნე ცალკეული პირი არ არის. ის ერთმა ადამიანმა კი არა, მთელმა მოსახლეობამ უნდა იგრძნოს.

საქმიანობის შეწყვეტა იმ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ბედია, რომლებიც კრემლის მორჩილებაზე უარს აცხადებენ. გარდა ამისა, ინდივიდუალურ და არა ორგანიზაციულ დონეზე, ამ ტაქტიკას ფართოდ კადიროვი იყენებს.

ინგუშეთის შემთხვევაში, ხელისუფლებამ სამივე ტაქტიკა გამოიყენა, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.

 

გადმობირება

 

მოსკოვშიც და გროზნოშიც ხელისუფლებას საკმაოდ გაუჭირდა ადგილობრივ წინამძღოლთა ერთგულების მოპოვების გზით ინგუშეთზე გავლენის დამყარება. მაგრამ ამის მიზეზი უფრო ის არის, რომ მათ მოკავშირეებს მოსახლეობაზე გავლენა არ აქვთ სწორედ იმის გამო, რომ ხელმძღვანელებს კავშირები აქვთ მოსკოვთან ან გროზნოსთან.

რა თქმა უნდა, ინგუშეთის ხელისუფლება მოსკოვის ხელისუფლების გაგრძელებაა. ისტორიულად ინგუშეთის რესპუბლიკაში მოსკოვის ორ მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენენ გუბერნატორი და ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის დირექტორი. ამასთან, ამ ორივე ხელმძღვანელმა მოსახლეობის თვალში ნდობა დაკარგა. ყოფილმა გუბერნატორმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა (2008−2019) მოსახლეობაში პატივისცემა 2018 წელს დაკარგა, როცა მან კადიროვთან ფარულად გააფორმა მიწების გაცვლის გარიგება. მის ამ ქმედება მოჰყვა რამდენიმე თვიანი მასობრივი საპროტესტო აქციები და ბოლოს მისი ადგილი მაჰმუდ-ალი კალიმატოვმა დაიკავა. მაგრამ მოსახლეობის პატივისცემა-უპატივცემულობის საკითხში კალიმატოვმაც მისი წინამორბედის ბედი გაიზიარა. კალიმატოვს მოსახლეობაზე გავლენა არ აქვს, რასაც კადიროვიც კი აღარებს, რომელმაც ინგუშეთის საზოგადოების ლიდერებს მოუწოდა, ხალხის ინტერესები გამოხატონ.  

ამასობაში, ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელებმა ბრძოლა ორივე ფრონტზე წააგეს. პირველი, ისინი წაგებულები არიან იმ დაუნდობელობის გამო, რაც ექსტრემიზმთან ბრძოლის სახელით გააჩაღეს. მეორე, იბრაგიმ ელჯარკიევმა ძლევამოსილი „ბალატხაჯინცი”სუფისტური საძმო ხელისუფლებას ჩამოაცალა. ფიქრობენ, რომ ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრსა და საძმოს შორის კონფლიქტი გახდა ორივე ჯგუფის ხელმძღვანელების – იბრაჰიმ ბელხაროევისა და იბრაგიმ ელჯარკიევის მკვლელობის მიზეზი. თუმცა, ექსტრემიზმთან ბრძოლის ცენტრი ხალხში პოპულარობის არქონის კომპენსაციას მძლავრი რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს.

გადმობირების საკითხში არც კადიროვის მცდელობები ყოფილა ნაყოფიერი მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული საზოგადოებრივი ფიგურების, მაგ., კულტურული ორგანიზაცია „ბარტის“ ხელმძღვანელის ახმედ საგოვის გადმოსაბირებლად ის ჩეჩნებსა და ინგუშებს შორის არსებულ სოციალურ-კულტურულ კავშირებს იყენებს. ამის მიზეზია ის, რომ კადიროვი ინგუშეთში არაპოპულარულია არა მხოლოდ ზემოხსენებული მიწის გაცვლის გარიგების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ის ინგუშეთს ხშირად ემუქრება. კოოპტაციის საკითხში კადიროვის მცდელობები მარცხს განიცდის იმიტომაც, რომ ის თავის აქტივებს პოლიტიკური ხრიკებისა და ეპატაჟისთვის (ცრუ მხარდაჭერისთვის) და არა ნამდვილი პოპულარობისთვის მოპოვებისთვის იყენებს. შეკრებაზე ჩეჩნეთის ლიდერმა საგოვი იმისთვის გამოიყენა, თითქოს ინგუში ხალხი მას მხარს უჭერდა. ამისათვის საგოვი მკაცრად გააკრიტიკეს და მისგან მოითხოვეს ოფიციალური განცხადებების გაკეთება იმის შესახებ, რომ მას ინგუში ხალხის სახელით საუბრის უფლება არ აქვს.  

 

იძულება და საქმიანობის შეწყვეტა

 

რეპრესიული ზომებით ინგუში ხალხის თანამშრომლობაზე დასათანხმებლად ხელისუფალთა ძალისხმევაც მარცხით დამთავრდა. 2018−19 წლების საპროტესტო აქციების დროს პოლიცია ზოგჯერ პროტესტის მონაწილეებს სასტიკად უსწორდებოდა. ამ საპროტესტო აქციების კვალობაზე დააპატიმრეს ორგანიზატორები („7 ინგუში“). მათი სასამართლო პროცესი გასული წლის დეკემბერში დასრულდა და სასჯელის სახით მათ თითქმის ათწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ სასამართლო საქმესთან დაკავშირებით, გაუქმდა „ტეიფსის საბჭოს“ ორგანიზაცია, რომელიც ტრადიციული სოციალური ადათ-წესის („ადათი“) საკითხებში საზოგადოების აზრს გამოხატავდა. ხსენებული ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა იმის სამაგიეროდ მოხდა, რომ მისი ლიდერები „7 ინგუშის“ შემადგენლობაში შედიოდნენ. მიუხედავად ხანგრძლივი სასჯელების მისჯისა და საბჭოს გაუქმებისა, საპროტესტო მოძრაობის ხელმძღვანელებმა ახალი საპროტესტო აქციების პირობა დადეს და ამ მოწოდებას სავარაუდოდ ფართომასშტაბიანი მობილიზაციით გამოეხმაურებიან.

ბატალხაჯინცი“ ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ამ საძმოდან სამი რეგიონული პარლამენტარი თანამდებობიდან არის გათავისუფლებული. მართალია, ხელმძღვანელობის დაკარგვის შემდეგ საძმო გაჩუმებულია, მაგრამ ეს ამ საიდუმლო დაჯგუფებისთვის უჩვეულო არ არის; მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ბოლოს, როცა ლიდერი დაკარგეს, მათ მოკლეს კიდეც ის ადამიანი (ელჯარკიევი), ვინც მათი აზრით ამაზე იყო პასუხისმგებელი. ინგუშეთის ხელისუფლების ორგანოებს ბატალხაჯინცთაბ გამკლავება კიდევ მოუწევთ.

რაც შეეხება კადიროვს, მას ჯერ სისრულეში არ მოუყვანია ურჩი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ გამოთქმული მუქარები. „ტეიპის საბჭოს“ მიზნების მსგავსი მიზნების მქონე ორგანიზაცია „მეხკ-ხელის“ თანადირექტორის საარაჟდინ სულტიგოვი  ყველაზე ხმამაღლა აკრიტიკებს კადიროვის უფრო მეტი ინგუშეთის მიწის ხელში ჩაგდების სურვილს. ამ წლის დასაწყისში სულტიგოვი მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. მრავალი ფიქრობს, რომ ეს თავდასხმა კადიროვის მიერ იყო შეკვეთილი. მაგრამ მიუხედავად ამისა, სულტიგოვი აქტივობას განაგრძობს.

 

ინგუშეთის პოლიტიკა

 

მოსკოვმა უკვე თითქმის ყველაფერი გააკეთა ამ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე ფედერალური კონტროლის დასამყარებლად: როცა ევკუროვი მოვალეობას ვეღარ ასრულებდა, მოსკოვმა ის თანამდებობიდან გაათავისუფლა, მის ადგილზე კალიმატოვი დანიშნა და ინგუშეთის ფინანსებზე კონტროლი დაამყარა. რესპუბლიკის ალტერნატიულ ხელისუფალთა გადაყენება არ მომხდარა, არც კალიმატოვისადმი მოსკოვის ნდობის მანდატი გაფართოებულა, რითაც არსებითად მოსკოვის რეგიონული პოლიტიკა აქ რადარის გარეშეა დარჩენილი.  

მაშ რა არჩევანი რჩება მოსკოვს? მა არჩევანი ორ ექსტრემისტულ, მაგრამ მყარად უკვე დამკვიდრებულ რეგიონული ხედვას შორის აქვ გასაკეთებელი. ეს ხედვებია ან პრემიერ მინისტრის მოადგილე მარატ ხუსნულინისა, ან კადიროვისა. ხუსნულინის გეგმა, რომელიც 2030 წლისთვის რუსეთის რეგიონების რაოდენობის განახევრებას ითვალისწინებს, ინგუშეთში არ გამოყენებულა. ამასთან, ინგუშეთის ფინანსური პრობლემებისა და მისი პატარა გეოგრაფიული და დემოგრაფიული ზომის გათვალისწინებით, მას შეიძლება უკვე მიაკრეს სხვა რეგიონთან გაერთიანების კანდიდატის იარლიყი. თუ არსებულ პრობლემებს გავითვალისწინებთ, რომლებიც რეგიონული პოლიტიკის განხორციელებას კიდევ უფრო გაართულებს, ინგუშეთის რესპუბლიკამ ასეთი რეგიონების სიაში შეიძლება წინ გადაინაცვლოს. რადგან რეგიონთა გაერთიანებაზე უკვე დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ 2008 წლის შემდეგ ამ მხრივ არაფერი მომხდარა, სხვა მაღალჩინოსნები მიმდინარე საუბრებს სერიოზულად არ მიიჩნევენ.

რეგიონზე კადიროვის ხედვას, როგორც ჩანს, ისტორიული საფუძველი აქვს და ჩეჩნეთის ყველა ადრინდელი, თუმცა დღეს დაღესტანსა და ინგუშეთში შემავალი, მიწების შემოერთებას ითვალისწინებს. ინგუშეთისგან დამატებითი მიწების ხელში ჩაგდების მცდელობა კადიროვისთვის მარცხით დასრულდა. კადიროვმა ამ საწადელს ვერც ძალის გამოყენების მუქარით მიაღწია და ვერც მორიგი საიდუმლო გარიგების დადებით. თუმცა, ინგუშეთთან მიმართებით კადიროვის განზრახვა უკვე აშკარაა, რადგან მისი რეჟიმი იყენებს ჰაშტაგს  „ჩეჩნეთის სახელმწიფოებრიობის 100 წელი,“ რაც ფაქტობრივად ჩეჩნეთ-ინგუშეთის ასსრ-ის შექმნას აღნიშნავს. გარდა ამისა, კადიროვი ახლა ალხანჩურკის არხის ინგუშებისგან წართმევასაც ცდილობს. მომავალი გვიჩვენებს, კალიმატოვი ევკუროვივით დათმობაზე წავა თუ კადიროვი მუქარას სისრულეში მოიყვანს და უბრალოდ დაიპყრობს ინგუშეთის ტერიტორიებს.

ჯერ-ჯერობით მაგიდაზე დადებული გეგმებიდან ვერცერთია ისეთი, რომ რეგიონში სტაბილურობას ხელ შეუწყოს. კრემლმა ან სხვა გეგმა უნდა შეიმუშაოს, ან რეგიონში ახალი ცხელი წერტილების გაჩაღებისთვის მოემზადოს. თუმცა, მოსკოვმა რა პოლიტიკაც უნდა აირჩიოს, ის მაინც ინგუში ხალხის ხარჯზე განხორციელდება.

ჰაროლდ ჩამბერსი

04.04.22.

https://ridl.io/en/the-ingush-question/

 

Leave a Reply