• March 29, 2024

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ომისადმი განსახვავებული დამოკიდებულებების კუთხით რუსეთის ელიტა სამ ძირითად ჯგუფად დაიყო. მათგან უმსხვილესია „დუმილის პარტია“, რომელიც ფედერალური მაღალჩინოსნებისგან, სახელმწიფო კორპორაციებისა და სახელმწიფოსთან დაკავშირებული კომპანიების ხელმძღვანელებისგან შედგება. მათ იციან, რომ ამ ომ კატასტროფული ეკონომიკურ შედეგები მოაქვს, მაგრამ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერ ბედავენ. მცირერიცხოვანი „მშვიდობის პარტია“ იმ ოლიგარქებისგან არის დაკომპლექტებული, რომლებიც ასპარეზზე ბორის ელცინის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გამოვიდნენ. რომან აბრამოვიჩი, ოლეგ დერიპასკა, მიხაილ ფრიდმანი და ვლადიმირ ლისინი იმდენს თუ გაბედავენ, რომ ომის დასრულებისკენ აბსტრაქტული მოწოდებები გააკეთონ. მათ შორის ყველაზე ხმამაღალი და თვალშისაცემია „ომის პარტია,“ რომელიც ომის ესკალაციის მომხრეა.

ომის პარტიის წარმომადგენელია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური რამზან კადიროვი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, სახელმწიფო დუმას თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი დმიტრი როგოზინი, „ერთიანი რუსეის“ გენერალური საბჭოს მდივანი ანდრეი ტურჩაკი და ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ალექსეი გრომოვიც ამ ფარაში შედის. გრომოვი საჯარო ფიგურა არ არის, მაგრამ მასზე წარმოდგენა შეიძლება ადვილად შეგექმნას, თუ დააკვირდებით მასთან დაახლოებულ პირებს, მაგ., „RT“-ს მთავარ რედაქტორს მარგარიტა სიმონიანს და მის ხელქვეითებს, რომლებსაც ულტრა-აგრესიული პოზიცია უკავიათ. ომის პარტიას იერარქია არ აქვს და მისი წევრები შეიძლება ერთმანეთთან დაკავშირებული არ იყვნენ ან ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც, მაგ., ვოლოდინი და ტურჩაკი. მიუხედავად ამისა, მის ყველა წარმომადგენელს რუსეთის ძალაუფლების პირამიდაში ერთი და იგივე პოზიცია უკავია და ხელიხელჩაკიდებულნი იმ ერთ და იმავე მიზნისკენ ისწრაფვი, რომლის ადრესატიც ერთი ადამიანია – პუტინი. ამ პარტიაზე ახლოდან დაკვირვება კიდევ იმიტომ იქნებოდა უპრიანი, რომ მისი წევრები კარიერული წინსვლისკენ აშკარად ისწრაფვიან და წინ წაიწევენ კიდეც მიუხედავად იმისა, პუტინის რეჟიმი გადარჩება თუ არა.    

 

აქტიურები და აგრესიულები

ომის პარტია თავის აგრესიულობას ამტკიცებს სიტყვითაც და საქმითაც. საზოგადოებრივ არენაზე მისი ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები არიან კადიროვი და ტურჩაკი. ორივე პოლიტიკოსი უკრაინაში ჩავიდა: კადიროვი იმ ჩეჩენ მებრძოლებს შეხვდა, რომლებიც უკრაინის დაპყრობაში იღებენ მონაწილეობას, ხოლო ტურჩაკმა უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში რუსული დროშები და გამარჯვების ბანერები გამოფინა. ომზე კომენტარების გაკეთებისას მორიდება არც ერთს და არც მეორეს არ გამოუჩენია, და მერყევი პოზიციის გამო პრეზიდენტის პრესსპიკერი პესკოვი ორივემ გააკრიტიკა. კადიროვიც და ტურჩაკი ომის პარტიის ავანგარდში არიან და მოურიდებლად თავს ესხმიან მშვიდობის პარტიის ან დუმილის პარტიის წევრებს განურჩევლად მათი სტატუსისა თუ ჩინისა. პესკოვთან ერთად ომის პარტიის თავდასხმის მსხვერპლი გახდა  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე და უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის წევრი ვლადიმირ მედინსკიც.

ომის პარტიის მედია წარმომადგენლობას უზრუნველყოფენ მედვედევი, ვოლოდინი და როგოზინი. ისინი რეგულარულად აკეთებენ საჯარო განცხადებებს და ერთგვარად კარნახობენ რუსეთის ელიტის თვითპრეზენტაციის ახლებურ სტილს, რაშიც იგულისხმება მისი წარმომადგენლების მოხალისე პროპაგანდისტებად, პრეზიდენტის კარის მასხრებად გარდაქმნა. თავიანთი გამოსვლებით როგოზინი, ვოლოდინი და მედვედევი საზოგადოებას ანტიდასავლურ განწყობებით მუხტავენ. ისინი პუტინის პოზიციის დამატებით განმტკიცების ფუნქციას ასრულებენ. ამიტომ პუტინი გრძნობს, რომ ფსონების აწევა შეუძლია. კრემლის მედია კარის მცველი გრომოვიც იმავეს აკეთებს, მაგრამ დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ომის ესკალაციისკენ მოწოდებებს ახმოვანებენ ტელეწამყვანები და მონაწილეები, აგრეთვე „RT”-ს მთავარი რედაქტორი სიმონიანი.  

 

დაბალი შანსები და მაღალი ამბიციები

ომის პარტიის წევრებს ერთმანეთთან რამდენიმე საერთო სახასიათო შტრიხი აქვთ, რაც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათ ქცევას. პირველ რიგში, ყველა მათგანი კარიერის პიკზეა; რაღაც მომენტში მათ შეწყვიტეს ვერტიკალური მიმართულებით სვლა და ახლა მხოლოდ ჰორიზონტალურად გადაადგილდებიან. ომამდელ პერიოდში ისინი შეიძლება დაქვეითებულიყვნენ ისეთ თანამდებობებზე, რომლებზე ყოფნის დროსაც აზრის გამოთქმაში მონაწილეობის მიღებას შეძლებდნენ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაში – ვერა.    

ამ შტრიხით ხასიათდება ომის პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი მედვედევი, რომელიც უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. 2012 წელს ის პრეზიდენტის თანამდებებიდან პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ჩამოქვეითდა. მედვედევი, იმ დროს ქვეყნის რიგით მეორე პირი, 2020 წელს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მანამდე დაუკონკრეტებელ თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნეს. 2021 წელს საპარლამენტო კამპანიის დროს, მედვედევმა დუმას სპიკერის თანამდებობისთვის ბრძოლაში მარცხი განიცადა, რადგან ეს გადაადგილება თვით პუტინის მიერ დაიბლოკა. ახლა კი, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც სახიფათო გზაზე ომამდელი სტანდარტებით დაიარება, საპრეზიდენტო არჩევნებში ფავორიტად შეიძლება კიდევ ერთხელ მოგვევლინოს, რადგან მედვედევი სწორედ ის აგრესიული პოლიტიკოსია, რომელსაც პუტინმა შეიძლება რუსეთი გადააბაროს.  

კადიროვი ადმინისტრაციულ იერარქიის ხაფანგშია გაბმული. ერთის მხრივ, მას ეშინია ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის პოსტის დატოვებისა, რადგან მას იქ მართვის სრული სადავეები აქვს მიცემული. მეორეს მხრივ, აშკარაა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი რომელიმე ფედერალურ ძალოვან სტრუქტურაში ნორმალურ თანამდებობაზე დანიშვნისა. ფედერალურ დონეზე მის რეალურ კარიერულ წინსვლას ხელს უშლიან ძალოვნები, რომელთაგან ბევრი ჩეჩნეთის ომებში უშუალოდ მონაწილეობდ. პუტინის თვალში კადიროვმა ახალი სტატუსი შეიძინა – ეს არის იმ მებრძოლის სტატუსი, რომელიც ფრონტის ხაზზე წავიდა და თავისი როლი ლამაზად ითამაშა. ამის ფონზე ძალოვნების განზრახვებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს.  

ომამდე „ერთიანი რუსეთის“ გენერალური მდივნისა და ფედერალური საბჭოს სპიკერის პირველი მოადგილის ტურჩაკის კარიერული პერსპექტივები ბუნდოვანი იყო. იყო მოარული ჭორები იმაზე, რომ ის შეიძლება პეტერბურგის გუბერნატორად დაენიშნათ, და ეს მისი შესაძლო კარიერის მწვერვალად მოიაზრებოდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის აგრესიული რიტორიკით შეიარაღდა და პირდაპირი გაგებით ფრონტის ხაზზე წავიდა. მისი განწყობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ ტურჩაკს აქვს იმის მოლოდინი, რომ დააწინაურებენ – სავარაუდოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსი პირველი მოადგილის ან თვით შტაბის უფროსის თანამდებობაზე.      

ომამდე სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის თანამდებობა ვოლოდინის კარიერის პიკად მოიაზრებოდა. ის ამ სავარძელში თავს კომფორტულად გრძნობდა; მან დუმას აპარატი საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგო და „ერთიანი რუსეთი“ თავის კონტროლს დაუმორჩილა. მაგრამ გასული წლის გაზაფხულს სახელმწიფო დუმას თავმჯდომარის პოსტზე გამოჩნდნენ სხვა კანდიდატები, სახელდობრ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალექსეი გორდეიევი და თავად მედვედევი. დაწინაურებების გაყინვის გამო ვოლოდინი დაკავებულ თანამდებობაზე დარჩა, თუმცა მისი როლი მნიშვნელოვნად დაკნინდა, და ომამდე არ ჩანდა, რომ მას კარიერულ კიბეზე ასვლის სხვა რაიმე შანსი კიდევ ჰქონდა.

კარიერულ წინსვლაში შეფერხება „როსკოსმოსის“ გენერალურმა დირექტორმა როგოზინმაც განიცადა. სახელმწიფო კორპორაციაში გადაყვანამდე ის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ხოლო მანამდე – ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო. როგოზინი სიცოცხლის ბორბლის უწყვეტ ჰორიზონტალურ მოძრაობაში მოხვდა.    

წინა ხაზზე სხვა პირებიც გამოვიდნენ. მათ შორის არის ბიზნესმენი პრიგოჟინი, რომელსაც „პუტინის შეფ-მზარეულს“ ეძახიან.  მის ლამის უძლეველობაზე მოარული მითების მიუხედავად, პრიგოჟინის გავლენა ნამდვილად შეზღდუდლი; მას სახელმწიფო დაწესებულებებთან და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კორპორაციებთან დასუფთავების მომსახურებაზე სხვადასხვა ხელშეკრულებ აქვს და სკოლებს საკვები პროდუქტებით ამარაგებს. იმ კერძო სამხედრო კომპანიებმა, რომლებსაც, როგორც ვარაუდობენ, პრიგოჟინი ხელმძღვანელობს (თუმცა თავად პრიგოჟინი ამას უარყოფს), მონაწილეობა მიიღეს აფრიკაში და სირიაში მომხდარ კონფლიქტებში და 2014-2015 წლებში დონბასშიც იბრძოლეს. გარდა ამისა, პრიგოჟინის კონტროლს ექვემდებარება რამდენიმე მედია საშუალებაც. ის საკმაოდ გავლენიანია, მაგრამ არა იმდენად გავლენიანი, როგორც პუტინის უშუალო გარემოცვის ბიზნესმენები. ხარისხისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად ის ახლა დონბასში მიდის.    

პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, მედია კურატორმა და ყოფილმა პრეზიდენტის პრესატაშემ ალექსეი გრომოვმაც ამ იერარქიაში უმაღლეს საფეხურს მიაღწია.

უფრო მეტიც, ომის პარტიის წევრებს არც ქონების მხრივ აქვთ რაიმე დასაკარგი. მათი აქტივები არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა, მედვედევთან, როგოზინთან და ვოლოდინთან მიმართებით ანტიკორუფციული ფონდის მიერ ჩატარებული გამოძიებების მიხედვით ისინი საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობენ.

ომის პარტიის წარმომადგენელთა კიდევ ერთი დამახასიათებელი შტრიხია მათი ამბიცია. ყველა ზემოხსენებულ პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი დაწინაურებას ან დაღმავალი ტენდენციის შემოტრიალებას ესწრაფვის. ეს საკვანძო შტრიხი მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ფაქტთან, რომ მათ დასაკარგი არაფერი აქვთ. დუმილის პარტიის წევრებისგან განსხვავებით, ომის პარტიის წარმომადგენლები თავიანთ ინტერესებს აქტიურად უჭერენ მხარს და პოზიციას ხმამაღლა აფიქსირებენ, რადგან არაფრის ეშინიათ.

და ბოლოს, მათთვის დამახასიათებელია საჯაროობა. ერთ დროს ვოლოდინი და როგოზინი წარმატებული საზოგადოებრივი ფიგურები და პოლიტიკოსები იყვნენ და მათ კარიერა დიდწილად საჯაროობის გზით გაიკეთეს. მედვედევი საჯაროობით პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე ყოფნის დროს სარგებლობდა. პრიგოჟინმა საზოგადოებაში საკმაოდ მოხერხებულად შეიქმნა „რუხი კარდინალისა“ და იმ ულტრაპატრიოტის იმიჯი, რომელიც სიტყვების სასესხებლად არსად წავა. ტურჩაკიც ცდილობს, რომ საზოგადოებისთვის ცნობადი პოლიტიკოსი იყოს. სწორედ ამიტომ არის, რომ ოპის პარტიის ხმა ამხელაზე ისმის.  

ომის პარტიას თანდათან ახალი ფიგურებიც ემატებიან – ესენი არიან ისინი, ვინც მანამდე დუმილის რეჟიმში იმყოფებოდნენ. მაგალითად, გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ და პოლიტიკური ბლოკის კურატორმა სერგი კირიენკომ „ნაციზმზე“ ვრცლად ისაუბრა და დონბასიც მოინახულა. ომის პარტიას მორიგი წევრი უერთდება და ეს ამით არ მთავრდება.  

 

თამაში, რომელშიც ყველა მონაწილე მოგებულია

ომის პარტიის წევრები იმ თამაშს თამაშობენ, რომელშიც ყველა მონაწილე მოგებულია. მიუხედავად იმისა, რუსეთში მომავალში როგორი პოლიტიკური სიტუაცია იქნება, ისინი ან დაკავებულ თანამდებობებს შეინარჩუნებენ (ომი რომ არა, ისინი ან დაკავებულ თანამდებობებზე დარჩებოდნენ ან დაქვეითებოდნენ), ან დაწინაურდებიან.

ომის პარტიისთვის პირველი და საუკეთესო სცენარია საომარი მოქმედებების შემდგომი ესკალაცია, რუსეთის ან მისი მარიონეტების (ე. ი., დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ან ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის) მიერ უკრაინისთვის ტერიტორიების წაგლეჯა და „გამარჯვების“ გამოცხადება და მათი აღიარება-დაფასება, ვინც ამ „გამარჯვებაში“ წვლილი შეიტანა. ომის შემდეგ, ადრე თუ გვიან, მოხდება არსებული სისტემის რესტრუქტურიზაცია, პერსონალის დაწინაურების პროცესი განახლდება და იმ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს, რომლებიც (ომის თუ პროპაგანდის) წინა ხაზზე იყვნენ, ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებენ. აშკარაა, რომ პუტინი ომის ხასიათზეა და ჯილდოსაც მაღალი ალბათობით ისინი მიიღებენ, ვინც მის განწყობებს იზიარებენ და ახმოვანებენ.    

მეორე სცენარის შემთხვევაში, კერძოდ,  ზავის გაფორმებისა და რუსეთის ჯარების დე-ფაქტო ომამდელ პოზიციებზე გამოყვანის შემთხვევაში, ომის პარტიის წევრები დაწინაურების შანსს არ დაკარგავენ. პუტინის შეხედულებები მაინც არ შეიცვლება და იგივე დარჩება – უკრაინა ანტირუსულია და ნატო გვემუქრება და ალყაში გვაქცევს. ის პოლიტიკოსები, ვინც ამ შეხედულებებს საჯაროდ იზიარებენ და მხარს უჭერენ, პრეზიდენტის კეთილგანწყობას შეინარჩუნებენ. გარდა ამისა, ომის მომხრე პერსონებს პუტინი ყოველთვის რუსეთის ხელისუფლებაში და მთელ რუსეთში მყოფ „ერთადერთ ევროპელად“ გამოჰყავთ. სახელმწიფო მეთაური და მისი გარემოცვა ყოველთვის შორს იჭერდნენ თავს რუსეთის ცალკეული თანამდებობის პირისა თუ სახელმწიფო დუმას წევრის მიერ გაკეთებული რადიკალური განცხადებებისგან. ჯილდოს მომტანი შეიძლება იყოს ისეთი აგრესიული გარემოს შექმნაც, რომლის ფონზეც პუტინი მშვიდობისმყოფელად გამოჩნდება.    

მესამე სცენარის შემთხვევაში, რაც ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, მოიაზრება პუტინის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა, უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და რუსეთის არსებული რეჟიმის თანდათანობით დემოკრატიულ რელსებზე გადაყვანა. რამდენადაც უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, ეს სცენარი ომის პარტიის წევრებს
შესაძლებლობის ფანჯარას უხსნის იმ შემთხვევაში, თუ ხელმძღვანელობის უმაღლესი რგოლის წევრების გასამართლება და ლუსტრაცია არ მოხდება (თუ მათ პასუხისგებაში მისცემენ, არც დუმილის პარტიის წევრებს დაინდობენ). საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს სხვებისთვის ცოდვების მიტევება სჩვევია. ზოგმა პუბლიცისტმა, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა წლების განმავლობაში ერთი ბანაკიდან მეორეში გადასვლა მოახერხა, მაგრამ მათი შეხედულებები ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აუდიტორიისთვის მაინც მნიშვნელოვანია. რუსები ყოფილ „ერთიანი რუსეთის“ პოლიტიკოსებს ხმას მისცემენ, თუ ისინი მმართველ პარტიასთან საჯაროდ გაწყვეტენ კავშირს და ოპოზიციის კანდიდატების სახით იყრიან კენჭს (მაგალითად, ყოფილმა „ერთიანი რუსეთის“ პოლიტიკოსმა ევგენი ურლაშოვმა 2021 წელს იაროსლავლის მერის არჩევნები მოიგო). სავარაუდოდ, ომის პარტიის იმ წევრებს, რომლებიც თავიანთ სიტყვებს საჯაროდ უკან წაიღებენ (თუ საზოგადოებას ჯერ კიდევ ეხსომება მათი სიტყვები), აპატიებენ და პოლიტიკური კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემენ. ვინაიდან ომის პარტია გამოცდილი პოლიტიკოსებისგან შედგება, მათ უმეტესობას პოლიტიკაი დარჩენის კარგი შანსი აქვს. ადვილი წარმოსადგენია, რომ ვოლოდინი ზომიერი კონსერვატორული პარტიის ხელმძღვანელად, როგოზინი მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ლიდერად, ხოლო მედვედევი ყოფილი ლიბერალური მოძრაობის წინამძღოლად მოგვევლინენ. დასავლეთის სანქციების პრობლემის მოგვარებაც შესაძლებელია. როგორც დუმილის პარტიის, ასევე მშვიდობის პარტიის წევრები სანქციების სიაში არიან შეყვანილი. თუ ეს შეზღუდვები მოიხსნება, მაღალი ალბათობით მათთვის მოიხსნება, რომლებიც ომში და ბრძანებების გაცემაში უშუალო მონაწილეობას არ იღებდნენ. თუ სანქციები არ მოიხსნება, მაშინ სიაში დარჩება ყველა მიუხედავად იმისა, ისინი კონფლიქტის ესკალაციას საჯაროდ ემხრობოდნენ თუ არა.

შესაბამისად, ომის პარტიის წევრობა ზოგიერთი რუსი თანამდებობის პირისა და პოლიტიკოსისთვის ძალზე სასარგებლოა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ესკალაციისკენ მიმავალი გზა პირადი გამორჩენის გზაა და მას მთელი პუტინის რეჟიმისთვის სარგებელი არ მოაქვს. თუმცა ომამდელ რუსეთში ვოლოდინისა და მედვედევის კარიერა დაკნინეას განიცდიდა და ტურჩაკი თავისი კარიერის მწვერვალზე იდგა, კონფლიქტის შემდგომი ესკალაციით ეს წესებს ცვლება და მათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა ეძლევათ. რა თქმა უნდა, თუ თითოეული მათგანი ძველ ომამდელ სისტემაში დაწინაურდებოდა, მათ განკარგულებაში გაცილებით მეტი რესურსი ექნებოდათ, მაგრამ ომის პარტიის წევრებს ეს შესაძლებლობა არ მიეცათ. ამ გაგებით, ესკალაცია ომის მომხრე პოლიტიკოსების მიერ დაჭერილი ჩიტია. მათ პუტინი კუთხეში ჰყავთ მიმწყვდეული: სანამ რუსები ომს ემხრობიან ან ომს არ ეწინააღმდეგებიან, პრეზიდენტს სისუსტის ჩვენების უფლება არ აქვს. თუ ომის პარტია ფსონებს აწევს, ფსონები მანაც უნდა აწიოს.    

გარკვეული ზომით, ომის პარტია მესამე სცენარის მატერიალიზაციის შანსებს ზრდის. საომარი მოქმედებების გაგრძელების შედეგად ეკონომიკური სიტუაცია რაც უფრო გაუარესდება, უკმაყოფილების დონე მით უფრო აიწევს. რუსეთისთვის კონფლიქტის ესკალაცია კარგს არაფერს მოასწავებს; ომი რაც უფრო დიდხანს გაჭიანურდება, სანქციებით დასუსტებული ეკონომიკის ფეხზე დაყენებას მით უფრო დიდი დრო დაჭირდება.  გამოდის, რომ ომის პარტია მისი წევრებისთვის პირადი გამორჩენის პარტიაა, მაგრამ მათი პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. სტრატეგიული პერსპექტივიდან, ის ულტრაპატრიოტები, ვინც კონფლიქტის ესკალაციას უჭერენ მხარს, ანტიპატრიოტები გამოდიან.


ანდრეი პერცევი

25.04.22.

https://ridl.io/en/what-is-the-russian-war-party-like/

Leave a Reply