• November 13, 2024

 

სერბეთის პრეზინდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს რთული დრო დაუდგა. რუსეთსა და დასავლეთს შორის ბალანსს აქამდე ის მშვიდად ინარჩუნებდა. ამის პარალელურად ის ჩინეთისა და თურქეთის „მოკრეფვაზეც“ წავიდა და ეს სიტუაცია ადგილობრივ პოლიტიკაში არჩევნებში ადვილად გამარჯვებისთვის გამოიყენა. მისი ტაქტიკა ასეთი იყო: „ყველასთან კარგი ურთიერთობა ვიქონიოთ სერბეთის სასარგებლოდ”. თუმცა, უკრაინის კრიზისის ფონზე მას ამ მხრივ საკმაოდ გაუჭირდა.

დასავლეთი, საიდანაც ის ფული და ინვესტიციები შემოდის, რითაც სერბეთის ეკონომიკა ვითარდება და ქვეყანას ევროპულ პერსპექტივას აძლევს, ჩიჩისგან კრემლის წინაამდეგ სანქციებში მონაწილეობას ითხოვს. რუსებისგან სერბები შეიარაღებას, ბუნებრივ გაზს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერას იღებენ, როცა საქმე მოდის სერბი ხალხის ყველაზე მწვავე ეროვნულ პრობლემაზე – კოსოვოზე.

თუ გაეროს უშიშროების საბჭოზე მოსკოვი კოსოვოს აღიარებას აღარ დაბლოკავს, სერბი ერის ეს აკვანი ბელგრადისთვის ოფიციალურად დაიკარგება. გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ერთი „მიდის“ თქმა და ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი, რომლებსაც ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ, ერთიმეორეზე მიყოლებით აღიარებს ამ სახელმწიფოს და სერბეთისთვის თამაშიც დასრულდება. ამერიკა და ევროპა ითხოვენ, რომ ვუჩიჩმა ალბანელებთან რობლემ ურთიერთმისაღები გზით მოგვაროს და ამით საბოლოოდ ჩააქროს დასავლეთ ბალკანეთში არსებული ეს ნაციონალისტური ცხელი წერტილი. სერბეთის ლიდერი ამას მაქსიმალურად ეწინააღმდეგება, თუმცა ვლადიმირ პუტინისგან მოულოდნელად „ზურგში დანის ჩაცემამვუჩიჩი საგონებელში ჩააგდო.    

გაეროს უშიშროების გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან კრემლში შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს დამოუკიდებლობის გამოცხადების თანაბარი უფლება ჰქონდათ და პრეცედენტის სახით კოსოვოს შესახებ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მიუთითა.  

აღმოსავლეთ უკრაინის სადაო ტერიტორიების დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მოლაპარაკების მაგიდაზე კოსოვოს საკითხის დადებაში პუტინის ცინიზმი ბელგრადისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა. ვუჩიჩისა და მისი დიპლომატებისთვის მტკივნეულია იმის გააზრება, რომ მათი ერის „დიდი დამცველი“ სრულიად იზიარებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ლორდ პალმერსტონის ციტატას იმის შესახებ, რომ მარადიული მეგობრები და მოკავშირეები არ არსებობენ, არსებობს მხოლოდ მარადიული ინტერესები.

პუტინს კოსოვოს პრობლემა ჯიბეში აქამდე იმისთვის ედო, რომ ის საკუთარი გეოპოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად გამოეყენებინა. საჭიროების შემთხვევაში, ის უკვე მზადაა ტერიტორიების მიტაცების ლეგალიზაციის მიზნით მოლაპარაკება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული „დამოუკიდებელი“ სახელმწიფოების ნიღბით აწარმოოს. მოვლენების ამგვარი განვითარება კი ასუსტებს ვუჩიჩის უნარს წინააღმდეგობა გაუწიოს კოსოვოს საკითხზე დასავლეთის ზეწოლას.      

სტავროს ციმასი

17.05.22.

 

Leave a Reply